ძლიერი წვიმის შედეგად გურიაში ადიდებულმა მდინარე ბჟუჟმა ეზოები დატბორა. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამ დროისთვის ოზურგეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან.
“დღეს დილიდან უამინდობის გამო მდინარეები: ნატანები და ბჟუჟი ადიდდა. უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა სახიდე გადასასვლელები, გზის სავალი ნაწილები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლის ეზოები, წაღებულია საყანე ფართობები და საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი.
პრობლემები შეიქმნა სოფლებში: შემოქმედი, გომი, წითელმთა, ბახვი, ვაკიჯვარი, ბოხვაური და ცხემლისხიდი. დაიტბორა თაყაიშვილისა და გაბრიელ ბერის ქუჩები.
სტიქიის ზონაში დილიდან იმყოფებიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე, მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე სურგულაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები.
მობილიზებულია სამაშველო სამსახური და მუნიციპალური ტექნიკა, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს ატარებს. ოზურგეთში, ამ დროისთვის, აღარ წვიმს,” – წერია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
https://www.facebook.com/ozurgeti.mun.gov.ge/posts/538726013540167?__xts__%5B0%5D=68.ARBD9gXI9ANtdGYOrSPRIoWS6hs24oOjc23PYP7FLk3KH5AnBWfIz8fRQW1nRKMduHKF636p7iDU7QGBgIZk8GEIAxQUsr3nCr7t1VBB0WjlsdvMz9X1c2rSFKTUrDqlSS-tld4kKFPJlnrocBXj-U-CZzUXUCNCpVdJd3z9CSSnZddElS4oZ4snTNMTAmXicb6eAFKVj8Z5voO0CwZh12wmgdcuY4MlO74SlMjsnyCuYWniJfxRP8XA826OJWxjnAdN8dBn7y7zOPwIxaKj-ZQ7bzmf2AhlOHga6j4YiYun3-Zm-aI22UsyaWmA27i0-ymSf0-yNg8ZqW9TpqulptI&__tn__=-R
სოფელი წითელმთა, ადიდებული მდინარე ბჟუჟი.
სოფელი ცხემლისხიდი. ადიდებული მდინარე ნატანები.