ამ დროისათვის, სტიქიის ზონაში ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა რამდენიმე მონაკვეთზე ხანძარი კვლავ ფიქსირდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო შტაბი ავრცელებს.
ცოტა ხნის წინ ბორჯომის ხეობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბმა მორიგი სხდომა გამართა, რომელზეც საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის აღმოსავლეთის სარდალმა, შავლეგო ტაბატაძემ, მოქმედების გეგმა გააცნო.
დღეს ბორჯომის ხეობაში არსებული სტიქიის ლოკალიზაციის პროცესში თავდაცვის სამინისტროს საჯარისო დანაყოფები ჩაერთო და სხდომაზე სწორედ მათ მიერ ჩასატარებელ სამუშაოზე ისაუბრეს.
პრემიერმინისტრმა შტაბის წევრებს სამოქმედო გეგმა განუსაზღვრა და კოორდინაციის კუთხით რამდენიმე დავალება გასცა