ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებულ დოკუმენტებში აღმოჩენილმა ერთმა ფოტომ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. კადრში ცნობილი ფიზიკოსი, სტივენ ჰოკინგი ორ, ბიკინიში გამოწყობილ ქალთან ერთად კოქტეილებს მიირთმევს. ფოტომ ონლაინ-სივრცეში სხვადასხვა ვარაუდი გააჩინა.
სტივენ ჰოკინგი ეპშტეინის ფაილებში აღმოაჩინეს – ვრცელდება ფოტოები
თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ფოტო გადაღებულია 2008 წელს, ფლორიდის ქალაქ, ორლანდოში მდებარე The Ritz-Carlton Orlando-ში. ახლახან გავრცელებული ვერსიის თანახმად, ჰოკინგთან ერთად მყოფი ქალები მისი მომვლელები, მონიკა გაი და ნიკოლა ო’ბრაიენი აღმოჩნდნენ.
ჰოკინგი, რომელსაც „ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი“ (ALS) ჰქონდა, თითქმის სრულად პარალიზებული იყო და მუდმივ დახმარებას საჭიროებდა.
ოჯახის წარმომადგენელმა უკვე დაადასტურა, რომ ფოტოზე სწორედ მისი მომვლელები არიან გამოსახულნი.
სტივენ ჰოკინგის ოჯახი სკანდალური ფოტოების გავრცელების შემდეგ, განცხადებას აკეთებს