2011 წელს ცნობილმა რეჟისორმა სტივენ სოდერბერგმა ფილმი კატასტროფა „ინფიცირება“ (ინგ. Contagion) გადაიღო. სურათში ცნობილი ვარსკვლავები მონაწილეობენ: მეთ დეიმონი, ჯუდ ლოუ, გვინეტ პელტროუ, ქეით უენსლეითი, მარიონ კოტიიარი.
ფილმი პირველად ვენეციის კინოფესტივალზე აჩვენეს.
სიუჟეტის მიხედვით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრთან ერთად ცდილობს ხელი შეუშალოს უცნობი წარმოშობის მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელებას. იმის გამო, რომ საინკუბაციო პერიოდი ხანმოკლეა, ხოლო სიკვდილიანობა და გადაცემა მაღალია, წარმოშობის დადგენა რთულია. ვირუსის წინააღმდეგ არ არის არც სამკურნალო პროტოკოლი და არც ვაქცინა. სიკვდილიანობა დაახლოებით 20%-ია, ბევრი იღუპება.
ყველაფერი იმით იწყება, რომ ბეტ ემჰოფი შინ, მინეაპოლისში ბრუნდება ჰონკონგიდან საქმიანი მივლინებიდან. იქ ბეტმა უცნობი ვირუსი აიკიდა და ამ უცნაური ავადმყოფობისგან გარდაიცვალა. მისი შვილიც კვდება, ხოლო ქმარი მიტჩი ცოცხალი რჩება. მას ბუნებრივი იმუნიტეტი აღმოაჩნდა. ქალიშვილს ნაწილობრივ გადაყვა მამის იმუნიტეტი და ახლა მამას უწევს შვილის დაცვა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ექიმ ელეონორა ორანტესს ჰონკონგში გზავნის, რათა დაინფიცირების ჯაჭვს გაყვეს. გამოკვლევის შემდეგ ექიმს ჩინელები მძევლად აიყვანენ, რომელთაც წამალი სჭირდებათ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან მინეაპოლისში მიფრინავს თავისი საქმის პროფესიონალი ექიმი ერინ მირსი. ის ადგილზე მოსახლეობის ვაქცინაციის მომზადებას ცდილობს, მაგრამ მირსი ვერ ამჩნევს, რომ დაინფიცირებულია და თავადაც კვდება.
სან ფრანცისკოში ბლოგერი და დამოუკიდებელი ჟურნალისტი ალანი მოსახლეობის დეზინფორმაციას ეწეოდა და ამტკიცებდა, რომ არსებობდა წამალი. ის ირწმუნება, რომ თავად განიკურნა. მაგრამ როდესაც დაინფიცირებულთა შორის თავის ყოფილ დამსაქმებელს აღმოაჩენს, აღარ ცრუობს.
ფილმის ბოლოს ვირუსის ნიმუშებს გასაყინად კონტეინერებში ათავსებენ, სადაც უკვე ინახება ატიპიური პნევმონიისა და ღორის გრიპის კულტურები.

ფილმის შექმნისას სოდერბერგი თანამშრომლობდა აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრთან, ასევე კონსულტაციებს გადიოდა მეცნიერთა ჯგუფებთან.
ფილმში არსებული ვირუსის პროტოტიპია 1999 წელს მალაიზიაში, მეღორეობით დასაქმებულთა შორის აფეთქებული ვირუსი.
New Scientist-ის სტატიაში ფილმმა საქებარი გამოხმაურება მოიპოვა მეცნიერების ზუსტი წარმოჩენისთვის.
ფილმის სლოგანია: „სამყარო მალე ინფიცირებული იქნება“.
ფილმის პოსტერზე კი ეწერა: შიში ვირუსზე უფრო სწრაფია.
