გამოცემა The Sun-სთვის მიცემულ ინტერვიუში რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა აღიარა, რომ ინდიანა ჯონსში მთავარ როლზე ქალის მიწვევა სურს. „ამ შემთხვევაში მას უბრალოდ ჯოანი ერქმეოდა და არაფერი ამაში საშინელი არ იქნებოდა“, – განაცხადა სპილბერგმა.
71 წლის რეჟისორის თქმით, ის მთელი ცხოვრება ძლიერი ქალებით იყო გარშემორტყმული და ეს მისთვის შთაგონების წყაროდ იქცა.
მომდევნო ნაწილის გადაღებები მომდევნო წლის აპრილში დაიწყება. ეს იქნება უკანასკნელი ფილმი, სადაც მთავარ როლს ჰარისონ ფორდი შეასრულებს. „რა თქმა უნდა, ისტორია გაგრძელდება“, – დააანონსა სპილბერგმა.
