Aerosmith-ის ვოკალისტმა, სტივენ ტაილერმა ალბომი „We’re All Somebody From Somewhere“ გამოუშვა. 40 წლიანი კარიერის მანძილზე, ეს მუსიკოსის პირველი სოლო-ნამუშევარია.
დისკი 15 სიმღერას შეიცავს და ის ქანთრის სტილშია. უმეტესწილად, ეს ლირიული ბალადებია ბანჯოს, მანდოლინისა და აკორდეონის ჟღერადობებით – 68 წლის მუსიკოსის ხმა კი უწინდებურად სავსეა ენერგიით.
შეგახსენებთ, რომ შემოდგომაზე კოლექტივი ტურნეს დაწყებას გეგმავს. ტაილერის განცხადებით, მისი სოლო-კარიერა Aerosmith-ის შემოქმედებაზე არ აისახება.