სტოკჰოლმში 2022 წლიდან ხალხს წყალქვეშა ფრთების მქონე ელექტრონული ბორანი მოემსახურება. ახალი ტრანსპორტი ბევრად ეკოლოგიური, სწრაფი და ეფექტური იქნება, ვიდრე თანამედროვე დიზელის ხომალდები.
სტოკჰოლმის სანაპიროსთან 25 ათასი კუნძული მდებარეობს და ყოველდღიურად ხალხს 60 დიზელის გემი ემსახურება.
ახალ ბორანს 55 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია და ხშირად დამუხტვაც არ სჭირდება. მას ენერგიით საბოლოო დანიშნულებასთან მისვლის დროს შეავსებენ ხოლმე. გარდა ამისა, არაეკოლოგიურ დიზელის ტრანსპორტთან შედარებით, ელექტრონული ბორანის შენახვა წელიწადში 40–50%–ით უფრო ნაკლები დაჯდება.
აღსანიშნავია, რომ ელექტრონულ ტრანსპორტში ხედავს მომავალს ბევრი სხვა ქალაქიც და მაგალითად, როტერდამელებს წყლის ელექტრონული ტაქსი ემსახურება.
დანიაში კი გემებს ქალაქის ელექტროენერგიის გამოყენების საშუალებას მისცემენ, რათა გაჩერების დროს მათ დიზელის გენერატორები არ ჩართონ და გარემო არ დააბინძურონ.