ჩინეთში, მსოფლიოში პირველად, სრულიად დამოუკიდებლად რობოტმა სტომატოლოგიური ოპერაცია ჩაატარა. ის ერთ საათს გაგრძელდა, რომელსაც ექიმებიც ესწრებოდნენ, თუმცა რობოტმა ოაციენტს 3D ტექნოლოგიით შექმნილი ორი იმპლანტი დამოუკიდებლად ჩაუსვა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, აღნიშნული რობოტი პეკინის უნივერსიტეტისა და სამხედრო სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს. რობოტის შექმნის მიზანი ოპერაციების დროს ექიმების დახმარება და იმ შეცდომების თავიდან არიდება იყო, რომელსაც ადამიანები ოპერაციისას უშვებენ.