LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტრასბურგის გადაწყვეტილება მერაბიშვილის საკნიდან გაყვანას ეხება – თეა წულუკიანი

52

“17 მოსამართლემ ერთხმად დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი,”- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ევროსასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე განაცხადა.

წულუკიანის განცხადებით, სასამართლომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი განხილვის საგანს არ წარმოადგენდა ვანო მერაბიშვილის გამამატყუნებელი განაჩენის განხილვას.

“დიდი პალატის 17 მოსამართლის ხმები გაიყო, 9 ხმით 8 ხმის წინააღმდეგ დადგინდა, რომ დაირღვა მე-18 მუხლი, რომელიც ეხება მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტს,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა არ ემსახურებოდა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორების მიზანს.

წულუკიანის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფომ ვანო მერაბიშვილს უნდა გადაუხადოს 4 ათასი ევრო, თუმცა, იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მერაბიშვილი ითხოვდა 15 ათას ევროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g