LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მორიგი სარჩელი დასაშვებად ცნო

128
Untitled design (6)

სახელმწიფოთაშორისი საქმე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ [სტრასბურგის სასამართლო] დასაშვებად ცნო.

როგორც გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და მას მორიგ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება მოჰყვება.

საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს სარჩელით 2018 წლის 22 აგვისტოს მიმართა.

საქმე ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადამიანის უფლებების მდგომარეობის სავარაუდო გაუარესებას.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს საჩივარი საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, მეოთხე განაცხადია.

ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

როგორც საქართველოს მთავრობის საჩივარშია აღნიშნული, რუსეთი აგრძელებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის შევიწროებას და უკანონო დაკავებებს.

სარჩელში საუბარია არჩილ ტატუნაშვილზე, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის უკანონო დაკავებასა და მკვლელობაზე.

„სასამართლომ დაადგინა, რომ მას ჰქონდა საქმის განხილვაზე იურისდიქცია, რადგან ფაქტებს, რომლებიც კონვენციის სავარაუდო დარღვევაა, ადგილი ჰქონდა 2022 წლის 16 სექტემბრამდე, სანამ რუსეთი ევროპული კონვენციის მოქმედებას შეაჩერებდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ სასამართლოს სთხოვა, განეხილა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის საქმეები არა მხოლოდ სავარაუდო ადმინისტრაციული პრაქტიკის ილუსტრაციად, არამედ კონვენციის ცალკეულ დარღვევებად, სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს საქმეები ასევე იყო სამი ინდივიდუალური საჩივრის საგანი და გადაწყვიტა, რომ ამ საქმეში ის მხოლოდ განიხილავდა ადმინისტრაციული პრაქტიკის ბრალდებებს და განიხილავდა სამ ცალკეულ შემთხვევას, როგორც ასეთი პრაქტიკის სავარაუდო ილუსტრაციებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტრასბურგის სასამართლომ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g