LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სტრატეგია აღმაშენებლის“  წევრები,სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობენ

122
49071712-2018410988206121-5789041660700655616-n

„სტრატეგია აღმაშენებლის“  წევრები, სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობენ და განცხადების დაწერას აპირებენ. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა:

„ჩვენ გვქონდა დეტალური მსჯელობა, დისკუსია გუნდში. რა თქმა უნდა, არც გვქონდა სხვა მოსაზრება, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ დავწერთ ხვალ განცხადებებს და ჩავხსნით ჩვენს სიებს. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ვაგრძელებთ ჩვენს ბოიკოტს. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ყველანაირად მოწადინებულები ვართ, რომ შეთანხმება შედგეს, ვაპირებ მოლაპარაკებებში მონაწილეობას.”

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მისივე თქმით ხვალინდელი ერთპარტიული პარლამენტის შეკრება , არა ვინმეს გამარჯვება, არამედ ქართული დემოკრატიის დამარცხებაა.

როგორ გადანაწილდება თანამდებობები საკანონმდებლო ორგანოში: რამდენიმე გადაწყვეტილების შესახებ ცნობილია

„სიტუაცია ძალიან მძიმეა და ის, რომ ხვალ ერთპარტიული პარლამენტი იქნება, ეს არის არა ვინმეს გამარჯვება, არამედ, პირიქით, ვფიქრობ, რომ ეს არის უზარმაზარი პრობლემა და უზარმაზარი მარცხი, ქართული დემოკრატიის, რომელიც ქვეყანაში არის და ყველა ერთად უნდა დავფიქრდეთ, რომ ამ უმძიმესი პროცესიდან ვიხსნათ ქვეყანა და სახელმწიფო. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს ისევე, როგორც აქამდე, ყოველთვის გვექნება ჩვენი დამოუკიდებელი პოზიციები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია მეტი კონსოლიდაცია იმ ადამიანების, ვინც ფიქრობს, რომ უნდა ჩაერთოს ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში. “- განაცხადა გიორგი ვაშაძემ

 

პარლამენტის პირველი დღის მოლოდინები: სტერილურად ვიღაცები შეიკრიბებიან

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g