Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულმა რამდენიმე დღით თბილისი ნამდვილ მოდის დედაქალაქად აქცია, სადაც უცხოურმა პრესამ, ბაიერებმა და ადგილობრივმა მოდის მოყვარულებმა, ცნობილი ბრენდების – Gucci-ისა და Balenciaga-ს აქსესუარები ადგილობრივი დიზაინერების მოდელების ფონზე წარმოადგენეს და თბილისის ულამაზეს ქუჩებს უფრო მეტი კოლორიტი შესძინეს.
ჟურნალ vogue-ის უკრაინული გამოცემისთვის გაკეთებულ კოლექციაში ფოტოგრაფებმა კვირეულის ყველაზე მოდური სტუმრები აღბეჭდეს.