LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სტრესი ორგანიზმს აიძულებს გაზარდოს წნევა” – რა არის არტერიული წნევა და რატომ შეიძლება მოიმატოს?

1324
BeFunky-collage (10)

როგორ მუშაობს ადამიანის სისხლძარღვთა სისტემა? რა არის არტერიული წნევა და რატომ იმატებს? რა დიაპაზონში მერყეობს ადამიანის ნორმალური არტერიული წნევა? როგორ ვითარდება ინფარქტი, ინსულტი აქტუალირ კითხვებს ექიმი ნანა სხილაძე პასუხობს და საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს აძლევს.

“თუ ადამიანის სისხლძარღვებს ერთ მწკრივად დავალაგებთ, მათი სიგრძე იმხელაზე გაწვდება რომ შესაძლებელი იქნება დედამიწას ორ-ნახევარჯერ შემოსწვდეს! ეს ვრცელი სისტემა სისხლს აწვდის მილიარდობით უჯრედს; სისხლი კი სხეულის 8 პროცენტს შეადგენს.
კარდიოვასკულარული ანუ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მამოძრავებელი, რა თქმა უნდა, გულია. ეს მუშტის ზომის ორგანო ყოველდღიურად, სულ მცირე, 9 500 ლიტრ სისხლს გადატუმბავს, რაც დაახლოებით ყოველ 24 საათში ერთი ტონა ტვირთის 10 მეტრ სიმაღლეზე ატანის ეკვივალენტია!
მთელი ეს სისხლი ძალის მოქმედებით მიედინება თქვენ სისხლძარღვებში და ძალას კი გულის კუმშვის (რითმის) მეშვეობით იღებს . ამ ძალას არტერიული წნევა ეწოდება .
ის იზრდება და მცირდება გულისცემის ფაზებთან ერთად .
წნევა ყველაზე მაღალია სისტოლის დროს (რასაც არამედიკოსი მოსახლეობა გულის წნევით მოიხსენიებს ) როდესაც გული იკუმშება სისხლი არტერიებში მიედინება და სწორედ მას ეწოდება სისტოლური ანუ წნევის გაზომვის დროს პირველი დარტყმითი ხმიანობის გაგებით გამოწვეული წნევა.
როდესაც გული ისვენებს დარტმებს შორის მას დიასტოლური წნევა ეწოდება ამ წნევას მოსახლეობა არასწორი ინფორმაციის გამო საერთოდ არ აღიქვამს და მაგალითად 150 90 ზე წნევის ქონის შემთხვევაში აუცილებლად გეტყვის, რომ გულის წნევა აქვს მაღალი და 90 ანუ დიასტოლური წნევა მისთვის გაუგებარია.
არადა ეს ერთი მთლიანი სისტემაა რომლის განცალკევება არასწორია .
დაიმახსოვრეთ:
სისტოლური წნევა ეწოდება გულის შეკუმშვით გამოწვეულ, სისხლის გადატყორცნის შედეგს ორგანიზმში ხოლო მოდუნების ფაზას შეკუმშვებს შორის დიასტოლური რა დროსაც სისხლის გადასვლა არ ხდება ორგანიზმში . ურთიერთმიმდევარი სისტოლა და დიასტოლა შეადგენენ გულის მოქმედების ციკლს.
არტერიული წნევა ეცემა ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დიასტოლური წნევის დროს ანუ გულის მოდუნების დროს (როცა წნევის გაზომვის დროს პირველი დარტყმის შემდეგ მეორე დარტყმას ანუ ბოლო დარტყმას გავიგებთ) .
ჯანმრთელი ადამიანი წარმოქმნის სისტოლურ წნევას 120-90 ის ფარგლებში ხოლო დიასტოლურ წნევას 80 – 60 ის ფარგლებში ერთად აღებული ნორმალური წნევა იქნება დაახლოებით 120/80
90/60 ამ დიაპაზონში.
სისხლი გადის სხეულის წიაღს სისხლის მიმოქცევის მილებით. რამდენიმე ფაქტორმა შეიძლება გაზარდოს ძალა სისხლის მიდინების სისხლძარღვთა მილის კედელზე.
თუ სისხლი გასქელდება ორგანიზმს მეტი წნევის შექმნა მოუწევს ორგანიზმში ასე ვთქვათ , რომ მძიმე სისხლი დაძრას. ამიტომ გული უფრო გამალებით დაიწყებს მის გადატუმბვას და წნევა მოიმატებს.
ჭარბი მარილის მოხმარება ანალოგიურ შედეგს მოგვცემს. მარილი ხელს უწყობს წყლის შეკავებას და დამატებითი სითხე ზრდის სითხის შეკავებას და წნევის მომატებას, ამიტომ მაღალ წნევიანმა ადამიანებმა არ მიიღოთ მარილიანი საკვები.
ასევე სტრესი, როგორიცაა ორგანიზმის დატვირთვა სირბილისას ან ფრენის დროს ორგანიზმში ათავისუფლებს ჰორმონებს ეპინეფრინს და ნორეპინეფრინს რომლებიც იწვევენ სისხლძარღვთა მილების შევიწროებას ნაკადის მომატების გაზრდა და წინააღმდეგობის დახვედრა ორგანიზმს აიძულებს გაზარდოს არტერიული წნევა , რომ გაიტანოს სისხლი მილში.
როგორც წესი სისხლძარღვები ადვილად უმკლავდებიან ასეთ წინააღმდეგობებს.
სისხლძარღვთა მილში არსებული ელასტიური ბოჭკოები აძლიერებს მათ და ეხმარება ორგანიზმს წნევის მომატების და რეგულირების კონტროლში ,
თუმცა თუ სისტემატიურად უწევს ორგანიზმს ამ დატვირთვით ცხოვრება და წნევა 140/90 ზე და მეტი მერყეობს რასაც ჰიპერტენზიას ვუწოდებთ ამას შეუძლია დიდი პრობლემები მოჰყვეს.
ეს იმიტომ ხდება რომ არტერიული კედლის მუდმივი დატვირთვას შეუძლია სისხლძარღვის მცირე ფრაგმენტის დეფექტის გაჩენა . როდესაც დაზიანებული ქსოვილი შეშუპდება ნივთიერებები, რომლებიც რეაგირებენ ანთებაზე (სისხლის თეთრი უჯრედები) შეიკრიბებიან პრობლემის გარშემო.
ამასთან ცხიმი და ქოლესტერინი თავისუფლად ცურავს სისხლში რომელთაც შეიძლება ამ ადგილზე წარმოქმნან დაფის მაგვარი დეფექტი რომელიც ამკვრივებს და ასქელებს არტერიულ კედელს .
ამ მდგომარეობას ათეროსკლეროზს უწოდებენ რომლის დროსაც არტერიის კედლები სქელდება და ეშვება, სანათური ვიწროვდება და სისხლის მიმოქცევა ძნელდება.
ამას შეიძლება საშიში გართულებები მოყვეს . თუ ეგრედ წოდებული დაფა გასკდება მის თავზე წარმოიქმნდება თრომბი უკვე შევიწროებულ მილს გადაკეტავს და თუ თრომბი საკმარისად დიდი იქნა მას შეეძლება მთლიანად გადაკეტოს გამტარი გზა ეს გამოიწვევს ინფარქტს . ინფარქტი მდგომარეობაა, როდესაც ჟანგბად მოკლებული გულის ქსოვილები იწყებენ კვდომას .
– თუ თრომბი წყვეტს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის პროცესს ადამიანს განუვითარდება ინსულტი – თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა. ინსულტის ორი ძირითადი ტიპი არსებობს: იშემიური, ანუ ტვინის ინფარქტი, და ჰემორაგიული, ანუ სისხლჩაქცევა თავის ტვინში.
ათეროსკლეროზული პრობლემა მოგვარებადია ეგრედ წოდებული სისხლძარღვების გაფართოების მეშვეობით , რომელსაც ანგიოპლასტიკა ეწოდება . (ანგიოპლასტიკა- ოპერაცია რომელიც სისხლძარღვის გაფართოებას წარმოადგენს სისხლძარღვში მავთულხლლართზე განათავსებენ გაბერილ ბალონურ კათეტერს სტენტის ჩატოვებით წარმოიქმნება თავისუფალი სისხლძარღვთა არეალი რაც დაბრკოლებას აღარ შეუქმნის სისხლს გადაადგილებაში . )
ახლა ვნახოთ არტერიული წნევის დიაპაზონები :
ნორმალური წნევის დიაპაზონი 120/80
პრეჰიპერტენზია – 129-139/80-89
ჰიპერტენზია 1 სტადია 140- 159/90-99
ჰიპერტენზია 2 სტადია >160 / >100”-წერს ნანა სხილაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g