LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სტრესმა შეიძლება, პრობლემის პროვოცირება მოახდინოს, თუმცა, შეიძლება, დიდი სიხარულის ფონზეც განვითარდეს…“ – რა იწვევს ლოგონევროზს, ენაბორძიკობას

218
ლაშა ბასლანზე

ლოგონევროზი, იგივე ენაბორძიკი, ბავშვებსა და მოზარდებში გავრცელებული მეტყველების დარღვევაა, რომელიც ძლიერ შინაგან დაძაბულობას იწვევს.

როგორც ლოგოპედი თამარ ცერცვაძე გადაცემაში „დღის პოსტი“ განმარტავს, პრობლემა თანდაყოლილი არ არის და ხშირად 2-5 წლის ასაკში ვითარდება, როცა ბავშვი მეტყველებას იწყებს.

სპეციალისტის თქმით, სტრესი მთავარი მაპროვოცირებელია, ამიტომ მნიშვნელოვანია მშვიდი გარემო და ოჯახის მხარდაჭერა. ფრაზები, როგორიცაა „კარგად ისაუბრე“ ან „რატომ ბორძიკობ?“, ბავშვს დამატებით სტრესს უჩენს.

„2-დან 5 წლამდე პერიოდში ბავშვი მეტყველებას თამამად იწყებს, სიტყვებს ერთმანეთს აბამს, ორსიტყვიან წინადადებებს ადგენს. ასეთ დროს ბავშვის მდგომარეობა გამძაფრებულია. ყველა საკითხთან დაკავშირებით ძალიან ემოციურადაა, ამიტომ მნიშვნელოვანია, მშობელი ბავშვს ფრთხილად მოექცეს. არ უნდა დაუყვიროს… სტრესი პრობლემის მაპროვოცირებელია. მშვიდი გარემო ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც სტრესი არსებობს, ასეთ დროს მეტყველების პრობლემები იწყება.

„კარგად ისაუბრე!“, „რატომ ბორძიკობ?“ – ზოგადად, ასეთი საუბარი არ შეიძლება. სტრესმა შეიძლება, პრობლემის პროვოცირება მოახდინოს. თუმცა, შეიძლება, დიდი სიხარულის ფონზეც განვითარდეს ან უბრალოდ ბავშვმა დაიძინოს და ამ მდგომარეობით გაიღვიძოს… სიზმარი არ მოეწონოს და აი, ამიტომ. ასეთი ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა. ასევე, სკოლასა და ბაღში მისვლის პერიოდიც შესაძლოა, მისთვის ძალიან ემოციური იყოს. ბაღში შეიძლება, კარგად მოსაუბრე ბავშვი მიიყვანონ და ენაბორძიკობით გამოიყვანონ“,- განმარტავს თამარ ცერცვაძე.

მისი თქმით, მკურნალობა მოითხოვს პროფესიონალურ ჩარევას და ინდივიდუალურ მიდგომას. პროცესი რამდენიმე თვიდან შვიდ თვემდე გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g