რამდენიმე საათის წინ რიანამ სიმღერაზე „Needed Me“ კლიპი წარმოადგინა. სიმღერა რიგით მესამე სინგლია მომღერლის ალბომში „ANTI“, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა.
ვიდეო სკანდალური გამოვიდა: თავად რიანას მონაწილეობით თამამი სცენების გარდა, მაყურებელი ხედავს სტრიპტიზ კლუბსლელობას და მარიხუანას მოწევის პროცესს.
რიანას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ უყვარს სტრიპტიზ კლუბები. მოცეკვავეების თქმით კი, მომღერალი მათ ყოველთვის გულუხვად უტოვებს ფულს.