LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სთრითART-ით გაფორმებული ჭირნახულის ქუჩა

212

ქუჩის კალათბურთი, ქუჩის მხატვრობა, მხატვრების გამოფენები და მოძრაობის თეატრი, – ეს იმ ღონისძიებების არასრული ჩამონათვალია, რომელმაც ყველასგან მივიწყებული ჭირნახულის ქუჩა ერთი დღით ჩვეულ რუტინას მოსწყვიტა. სამგორის რაიონის ერთ-ერთი ინდუსტრიული – ნაცრისფერი ქუჩა მთელი დღის განმავლობაში ფერადდებოდა. ხელოვნების წარმომადგენლებმა დედაქალაქის ინდუსტრიულ რაიონში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გამართეს. სამგორის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ ე.წ. ქუჩის მხატვრები, რომლებმაც ჭირნახული ქუჩაზე არსებული კედლები მოხატეს, გაიმართა მოყვარულთა შეჯიბრი კალათბურთში. სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა გამარჯვებულს მედალი და ჯილდო გადასცა. ჭირნახულის ქუჩაზე ასევე გაიმართა ქართველი დამწყები მხატვრის, 15 წლის დეა ცომაიას პერსონალური გამოფენა. სანახაობაზე მოსული სტუმრების განწყობის ამაღლებაზე ზრუნავდა ქართული მოძრაობის თეატრი ARTcoalitio. სამგორის რაიონის ჭირნახულის ქუჩაზე გამართულ ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც დაესწრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები