LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუ-ს რექტორი ასახელებს პროგრამებს, რომლებიც „მილევად რეჟიმში“ გადავა

1314
დავით გურგენიძე - ინტერპრესნიუსის ფოტო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე განმარტავს, რომელ შეეხება „მილევადი რეჟიმი“.

კერძოდ, დავით გურგენიძემ დაასახელა სამი – სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების, სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტები. მისი თქმით, აღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება და ე.წ. მილევად რეჟიმში იმუშავებს, შემდეგ კი თსუ-ში გადავა.

მთავრობა თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის

ირაკლი კობახიძე: „ სტუ-ში მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება დისციპლინებზე, რომლებიც 90-იან წლებამდე არ შედიოდა სასწავლო პროგრამაში – ტექნიკური პროფილის არმქონე პროგრამები მომავალი ორი წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში“

გურგენიძის განცხადებით, კონკურსის წესით არჩეული პროფესორ-მასწავლებლები საქმიანობას გააგრძელებენ.

„სტუ-ი ყოველთვის იყო დიდი ტექნოლოგიური საინჟინრო სკოლა, როგორც პრემიერმა ბრძანა, მასში იქნება რეფორმისთვის ძალიან დიდი ინვესტიცია, ჩატარდება რეფორმა და ის ჩამოყალიბდა რეგიონში ერთ-ერთ დიდ, მძლავრ ტექნიკურ-ტექნოლოგიურ უმაღლეს დაწესებულებად.

მინდა, ვუთხრა ახალგაზრდებს, ჩვენ უნივერსიტეტში ყოველთვის იყო ჰუმანიტარული კათედრები და საინჟინრო-ტექნოლოგიური უნივერსიტეტს სჭირდება ჰუმანიტარული მიმართულება. ასე რომ, პროფესორები, რომლებიც კონკურსებით არიან არჩეულები, მუშაობას გააგრძელებენ.

ჩვენ გვაქვს სამი ფაკულტეტი, ეს არის: სამართლისა და საერთაშორისო მიმართულების ფაკულტეტი, სოციალურ-მეცნიერების ფაკულტეტი და ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტი. აქ არის სოციალურ-ჰუმანიტარული მიმართულებები, ამაზე იქნება საუბარი, ისინი წავლენ მილევად რეჟიმში“, – განაცხადა რექტორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g