ნიდერლანდებში, ეინდჰოვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტებმა საინტერესო პროექტი სახელად Luca შექმნეს. „ლუკა“ ესაა მცირე ზომის ყვითელი ავტომობილი, რომელიც თითქმის მთლიანად გადამუშავებული ნაგვისგანაა აწყობილი.
ავტომობილის წარმოება ნამდვილად არ იგეგმება და სტუდენტებს უბრალოდ სურდათ ეჩვენებინათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნარჩენების გადამუშავება.
იმისათვის რომ ნაგავი საჭირო ნედლეულად იქცეს, შესაბამისი ცოდნაა საჭირო და ენთუზიასტი სტუდენტები სწორედ ამით არიან დაკავებული.
ეკოლოგიურ ავტომობილს ორი ელექტროძრავი აქვს, ძალიან მსუბუქია და საათში 90 კილომეტრის გავლა შეუძლია. მოდელში ადგილი ორი მგზავრისთვისაა განკუთვნილი და მას მცირე ზომის ბარგის გადატანაც შეუძლია.