LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუდენტებმა შიმშილი შეწყვიტეს

100

სტუდენტებმა შიმშილი შეწყვიტეს, აღნიშნული გადაწყვეტილება მინისტრთან შეხვედრისას მიიღეს.

თამარ სანიკიძესა და სტუდენტებს შორის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, შეხვედრას ესწრებოდა თსუ-ს რექტორი ლადო პაპავაც.

მინისტრის თქმით, არ აქვს სურვილი, უნივერსიტეტის ავტონომიურობაში შეიჭრეს, თუმცა იგი სტუდენტებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება. სანიკიძის ინიციატივით, 5 სტუდენტისგან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ხვალ დილით სამინისტროში უნდა მივიდეს. სანიკიძე დარწმუნებულია, რომ პრობლემები დიალოგითა და ერთობლივი მუშაობით აუცილებლად მოგვარდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g