ვხვდებით ჩვენს პასუხისმგებლობას სამშობლოს წინაშე და სტუდენტურ მოძრაობასთან ერთად ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, – ამის შესახებ განცხადებას ქალაქ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა ავრცელებს.
“მოგესალმებით! ჩვენ ვხვდებით ჩვენს პასუხისმგებლობას სამშობლოს წინაშე და სტუდენტურ მოძრაობასთან ერთად ვგმობთ ყველანაირ ძალადობას.
სსიპ ქალაქ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა მიიჩნევს, რომ რუსული კანონპროექტი რადიკალურად ცვლის საქართველოს საგარეო ვექტორს ჩრდილოეთისკენ, რაც დამღუპველი იქნება ჩვენი ევროპული მომავლისთვის.
,,გირჩევთ” სხვა სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობებს რომ დააფიქსიროთ საკუთარი აზრი. თვითმმართველობა დამოუკიდებელი ორგანოა და დიდი მნიშვნელობა აქვს სასკოლო თუ არასასკოლო ცხოვრებაში.
პატივისცემით, სსიპ ქალაქ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე – ირაკლი შონია,” – ნათქვამია განცხადებაში.