თსუ-ს სტუდენტები აცხადებენ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ახალგაზრდები დაბანაკდებიან და “გააგრძელებენ ლოკალურ პროტესტს იქამდე, არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები”.
თსუ-ს ეზოში მათ კარვები გაშალეს.
სტუდენტების თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და თანამდებობიდან გადადგეს.
„გეგმაა ყოველდღიური პროტესტი, მოძრაობა, უნდა გამოვფიტოთ ივანიშვილის რეჟიმი და ვაიძულოთ ჩანიშნოს არჩევნები. ჯაბა სამუშიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ ვანდალიზმზე, როდესაც “რობოკოპები” დავინახეთ უნივერსიტეტის ეზოში. ეს შენობა კონტროლირებადი იყო შსს-ს მიერ”,- აღნიშნა თსუ-ს სტუდენტმა, დავით ჩხობაძემ.