LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუდია Universal „ნაიარევი სახის“ ახალ ვერსიას გადაიღებს

86

სტუდია Universal „ნაიარევი სახის“ ახალ ვერსიას გადაიღებს. განახლებული ვერსიის რეჟისორი ანტუან ფუკუა იქნება, სცენარს კი გარეტ დანეტ ალკოსერი დაწერს. ფილმის გადაღების იდეა ჯერ კიდევ 2011 წელს გაჩნდა, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო მან ამ დრომდე გადაიწია.

ფილმის პირველი ნაწილი ეკრანებზე 1932 წელს გამოვიდა და მთავარ როლს მასში პოლ მუნი ასრულებდა, თუმცა, პროექტის ყველაზე პოპულარული ვერსია 1983 წლის ეკრანიზაციას წარმოადგენს, სადაც მთავარი როლი ალ პაჩინომ შეასრულა, ხოლო რეჟისორი ბრაიან დე პალმა იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები