LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუდიო ლიბერთიმ იპოთეკურ სესხებზე საზაფხულო შეთავაზება დაიწყო

630
სტუდიო ლიბერთი

ლიბერთის პრემიუმ საბანკო მომსახურების მიმართულება, სტუდიო ლიბერთი, აგრძელებს მომხმარებლის საჭიროებებსა და ცხოვრების სტილზე მორგებული საბანკო პროდუქტების შეთავაზებას და სტუდიო ნაკრების მფლობელებს, 31 ივლისის ჩათვლით, იპოთეკურ სესხებზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.

საზაფხულო შეთავაზება ვრცელდება როგორც ახალი იპოთეკური სესხის აღებისას, ასევე არსებული სესხის სხვა ბანკიდან გადმოტანის შემთხვევაშიც. სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ინდივიდუალურად მორგებული პირობა ნებისმიერ ვალუტაში.

„იპოთეკური სესხის აღება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადამიანის ცხოვრებაში და სწორედ ამიტომ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ გამოცდილებას, რომელიც ამ გადაწყვეტილებას თან ახლავს. სტუდიო ლიბერთის შეთავაზება, პრივილეგირებულ პირობებთან ერთად, აერთიანებს სტუდიო ბანკირის მაღალკვალიფიციურ, პერსონალურ მხარდაჭერასაც. ჩვენი მიზანია, თითოეულმა მომხმარებელმა შეძლოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც სრულად შეესაბამება მის ფინანსურ მიზნებსა და ცხოვრების სტილს“, – ლედი კოჭლამაზაშვილი, ლიბერთის პერსონალური ბანკინგის და მომხმარებლებისთვის ღირებულების შექმნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

იპოთეკური სესხების საზაფხულო შეთავაზებით დაინტერესებულ მომხმარებლებს პირობებზე პირველადი კონსულტაციისთვის შეუძლიათ მიმართონ სტუდიო ლიბერთის დისტანციური მომსახურების ცენტრს: +995 32 2 55 55 05

სტუდიო ლიბერთი ლიბერთის პრემიუმ ბანკინგის მიმართულებაა, პირველი მრავალფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც შექმნილია პირადი და ბიზნეს ინტერესების თანაკვეთაზე. სტუდიო ლიბერთის მომხმარებლები სარგებლობენ პერსონალური ბანკირის მომსახურებით, იღებენ საბანკო და lifestyle პროდუქტებზე ინდივიდუალურად მორგებულ შეთავაზებებს და პრემიუმ მომსახურებას. ლიბერთი ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია საქართველოში, რომელიც 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება ქვეყნის მასშტაბით.

www.studioliberty.ge

აბაშიძის 70, თბილისი | გრიშაშვილის 19, ქუთაისი

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g