LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლისზე 12 სართულიანი კორპუსი შენდება, რომელიც სტუდიო ტიპისა და 1, 2 და 3 ოთახიან ბინებს გააერთიანებს

124
ipiccy-image

„საქართველოს ბანკი“ სამშენებლო და დეველოპერული მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, „ბალავარი ჯგუფი“ მორიგ პროექტს ლისზე, ნუცუბიძის IV მ/რ “მხატვარი-2” -ის მიმდებარედ ახორციელებს. „ბალავარი ლისის“ დასრულება 2023 წელს იგეგმება.

12 სართულიანი კორპუსი სტუდიო ტიპისა და 1, 2 და 3 ოთახიან ბინებს გააერთიანებს. ტერიტორიაზე ასევე განთავსდება მწვანე ზონები, საბავშვო და სპორტული მოედნები, მიწისქვეშა პარკინგი და სხვ.

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ჩვენმა ჯგუფმა წარმატებით განახორციელა სხვადასხვა დეველოპერული პროექტები და ქვეყნის მასშტაბით, სკოლებისა და ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოხარული ვართ, რომ ბანკი, როგორც ერთგული პარტნიორი, კვლავ აქტიურად განაგრძობს ჩვენს ხელშეწყობას. ეს ჯგუფისთვის სტიმულია, მეტად განვავითაროთ საქმიანობა და განვახორციელოთ ახალი, საინტერესო პროექტები“, – აცხადებს „ბალავარი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, გეგა ტოფაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g