LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სტუმარი რომ ჩამოდის, ვინ რისი წარმომადგენელია, ხომ არ შეიძლება „ფეისბუქზე“ და „ტიკ-ტოკში“ ეძებონ?“ – ვახტანგ გომელაური საქართველოში რუსეთის არმიის წარმომადგენლის სავარაუდო ყოფნაზე

134
Untitled design (74)

„სტუმარი რომ ჩამოდის, ვინ რისი წარმომადგენელია, ხომ არ შეიძლება „ფეისბუქზე“ და „ტიკ-ტოკში“ ეძებონ?“ – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტის კითხვას: რომ სავარაუდოდ, საქართველოში რუსეთის არმიის წევრი, ანა ლაკობა იმყოფება.

გომელაურის თქმით, თუკი, მას „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი დარღვეული აქვს, დააჯარიმებენ.

„ამ ქალბატონის გვარი ახლა პირველად გავიგე, არ ვიცი, თუ დარღვეული აქვს, პასპორტში თუ ჩარტყმული აქვს, იქიდან გამომდინარე ჯარიმდებიან ხოლმე, ან ქვეყანაში არ უშვებენ, როგორც კანონია.

პატრულის თანამშრომელმა იცის, არმიის წევრი ვინ არის რუსეთში, ან მთელ მსოფლიოში?

ამაზე ასჯერ გამიკეთებია განცხადება, ყველა შემომსვლელზე ხომ არ შეიძლება „ფეისბუქზე“ და „ტიკ-ტოკში“ ეძებონ, სტუმარი რომ ჩამოდის, ვინ რისი წარმომადგენელია, აქედან გამომდინარე, თუ პასპორტში ჩარტყმული აქვს და დარღვეული აქვს, რა თქმა უნდა, დააჯარიმებენ,“  – განაცხადა გომელაურმა.

ცნობისთვის, დღეს სხვადასხვა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში რუსეთის არმიის წევრი, ანა ლაკობა იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები