LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუმრად დონალდ ტრამპთან: როგორ ცხოვრობს მომავალი პრეზიდენტი

113

ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ამერიკის ყველაზე სკანდალური პრეზიდენტობის კანდიდატი გახდებოდა, დონალდ ტრამპი მედიის მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პერსონა იყო. პრესის ყურადღებას ის არასოდეს უჩიოდა. ჟურნალისტებისთვის მას არაერთხელ  განუცხადებია და უჩვენებია, რომ ფლობს დიდ თანხებს იმისთვის, რომ ნებისმიერი ლუქს-ტიპის უძრავი ქონება იყიდოს.

 

მარ-ა-ლაგო

ეს არის კომპლექსი, რომელიც 127 ოთახისგან შედგება და იქ ტრამპი ყველაზე დიდ დროს ატარებს. პალმ-ბიჩის ულამაზესი ლანდშაფტის მქონე საცხოვრფებელი ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს.

 

Plaza Hotel

Plaza Hotel არამარტო ტრამპის ერთ-ერთი უძრავი ქონება, არამედ ისტორიულ-კულტურული ორიენტირია, რომელიც ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ცნობილი რომანის, „დიდებული გეტსბის“ ძირიტად ლოკაციას წარმოადგენდა. სასტუმრო ტრამპმა 1988 წელს შეიძინა და მის კოლექციაში ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მონაპოვარს წარმოადგენს.

 

Seven Springs

ეს ადგილი ტრამპმა 1990 წელს 7,5 მილიონ დოლარად იყიდა. აქ მას საკუთარი გოლფ-კლუბის მოწყობა სურდა, თუმცა ადგილობრივების პროტესტის შედეგად მისი გეგმები ვერ განხორციელდა.

 

Trump Park Avenue

Trump Park Avenue მთლიანად პრეზიდენტობის კანდიდატის კუთვნილებაშია, ამაზე მისი სახელწოდებაც მოწმობს. აქ არის ოფისები, საცხოვრებელი აპარტამენტები, ხოლო სულ ზემოთ თავად ტრამპის საცხოვრებელი – პენტჰაუსი 5 საძინებლით, 7 აბაზანით და ა.შ. მისი ღირებულება 21 მილიონი დოლარია.

 

Trump Parc

1991 წელს ტრამპმა ეს შენობა იმისთვის იყიდა, რომ ცენტრალურ პარკზე ხედი ჰქონოდა და მის შემოგარენში რამდენიმე ცათამბჯენი აეშენებინა. თუმცა პროტესტებმა მის გეგმებს ხელი შეუშალა.

 

Le Château des Palmiers

ეს ტრამპის კოლექციაში ერთ-ერთი ყველაზე მონუმენტური მონაპოვარია და ის კარიბის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ვილაში ცნობილმა მილიარდერმა თითქმის 20 მილიონი გადაიხადა და მასში 9 საძინებელი, ფიტნეს-ცენტრი, პერსონალური რესტორანი და რამდენიმე ოთახია მოახლეებისთვის.

 

 

ტრამპის კოშკი

კოშკი მთლიანად ტრამპს ეკუთვნის, მის ბოლო სართულებზე კი თავად ცხოვრობს. 23 მილიონ დოლარად მან ოთხი საძინებელი, ოთხი აბაზანა, დიდი ფანჯრები, მარმარილოს იატაკი და საკმაოდ მდიდრული ავეჯი შეიძინა.

 

Albermarle

Albermarle ტრამპმა მხოლოდ 6,5 მილიონ დოლარად შეიძინა. აქ არის ლუქსი მეპატრონისთვის, კეთილმოწყობილი ადგილი სტუმრებისთვის და ხის სახლი მათთვის, ვისაც ბუნებასთან სიახლოვე სურს.

 

რანჩო როდეო-დრაივი

2008 წელს დონალდ ტრამპმა ძალები უძრავი ქონების სავაჭრო სფეროში სცადა. მან შეიძინა როდეო-დრაივი შემდგომი გადაყიდვისთვის, თუმცა არასოდეს იქ არ უცხოვრია. სავარაუდოდ იმიტომ, რომ ეპატაჟური ბიზნესმენისთვის მას საკმაოდ მოკრძალებული ინტერიერი აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები