სახლი, რომელიც მელ გიბსონმა 2008 წელს კოლეგა მეგობრისგან, დევიდ დუხოვნისგან შეიძინა, 14,5 მილიონ დოლარად იყიდება.
611 კვადრატული მეტრის ვილას, რომელიც მალიბუში მდებარეობს, 5 საძინებელი, ამავე რაოდენობის სველი წერტილი, მისაღები ბუხრით და სპორტული დარბაზი აქვს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მთებში განთავსებული რეზიდენციის ტერასიდან ულამაზესი ხედები ოკეანესა და კანიონზე იშლება.
ცნობისთვის, სახლში, რომელიც მომავალ მფლობელს იდეალურ დასვენებასა და ქალაქის ხმაურისგან თავის დაღწევაში უდავოდ დაეხმარება, მელ გიბსონმა წლების წინ 11,5 მილიონი დოლარი გადაიხადა.