LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სუბარ, რა გამოტვინებულიც იყავით იმ წლებში, ის გამოტვინებული დარჩით.. ერთ ჭიქაში ყველაფერს გაგაკეთებინებენ“ – თაკო ჩარკვიანი სუბარს

200
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (2)

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი ოპოზიციონერი დეპუტატის თაკო ჩარკვიანის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და ჩარკვიანს მიმართა კითხვით, რატომ არ დაახვედრა მიხეილ სააკაშვილს 100 000 კაცი.

„რამდენ ხანს უნდა ილაპარაკოთ სააკაშვილზე, 11 წელია ხელისუფლებაში ხართ.. იძირება რუსეთის საქმე, უკან-უკან მიდის, მარცხდება რუსეთი და ვის მხარეს ხართ თქვენ?“ – ელისაშვილი უმრავლესობას

„კარგი იქნებოდა, ის მაინც არ მოგეტყუებინათ“, – მიმართა სუბარმა ჩარკვიანს.

საპასუხოდ, ჩარკვიანმა სუბარს მიმართა, რომ მას ქვეყნის სიყვარული არ აქვს და შესაბამისად, მისგან არაფერი უკვირს.

„აბა, დამოუკიდებლობას დაგაკარგვინებ შენ? 100 ათასი კაცი კი არა, სუბარ, რა გამოტვინებულიც იყავით იმ წლებში, ის გამოტვინებული დარჩით. ქვეყნის სიყვარული რომ არ გეცოდინება, შენთან არაფერი საქმე არ მაქვს.

მე აქ ზოგიერთების მიკვირს, თორემ შენი არაფერი. ერთ ჭიქაში ყველაფერს გაგაკეთებინებენ“,– მიმართა ჩარკვიანმა სოზარ სუბარს.

თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ წევრებს „რუსეთის მონები“ უწოდა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ქვეყნის რუსეთის ორბიტაზე გადაყვანას ცდილობს.

ჩარკვიანი: რა გირგვლიანი, სად იყო ოხანაშვილი, მე რომ გირგვლიანის გამო ქუჩაში ვიდექი? – რევოლუცია იქნება თუ რაც იქნება, მიიღებთ აბა რას იზამთ

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g