საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ უკონკურენტოა.
მისივე თქმით, გიორგი გახარია მერობის კანდიდატად კენჭისყრას ვერ გაბედავს.
„ვერ გაბედავს, დაველოდოთ და შევხედოთ. ჩვენ არანაირი კონკურენციის არ გვეშინია. ზუსტად ამიტომ მოვაწერეთ ხელი 43 პროცენტიან ბარიერზე თანხმობას. თუ 43 პროცენტს ვერ ავიღებთ, ამ შემთხვევაში მზად ვართ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის.
უკონკურენტო ვიქნებით, ამას მკაფიოდ ვამბობთ და დაინახავთ კიდევაც. გიორგი გახარიამ ბუნებრივია, ძალიან კარგად იცის, რა შესაძლებლობები აქვს“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.