LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუბარი: ღმერთმა არ ქნას საჭირო გახდეს, ყველაფერს ვიტყვით.. დეტალებში ვიცით სამთავრობო კაბინეტებში მაღალ დონეზე გამართულ შეხვედრებზე საუბრების შინაარსი

153
სოზარ სუბარი

მმართველი გუნდის რიგებიდან გასული, დამოუკიდებელი დეპუტატი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ დეტალურად იციან, თუ რაზე საუბრობდნენ შეხვედრებზე, რომლებიც სამთავრობო კაბინეტებში იმართებოდა.

„ოცნების“ ყოფილი წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებენ – “ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საჯარო პოლიტიკაში ძალიან ბევრ კითხვას გაეცეს პასუხი”

როგორც სუბარი აღნიშნავს, თუ საჭირო გახდება, ამის შესახებ ყველაფერს იტყვიან:

“ასეთ დროს, როცა ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაციები თუ რა ხდებოდა ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრებზე, ბუნებრივია, რომ კითხვები გვაქვს. არ გვინდა ამ წუთში ყველაფრის თქმა, ღმერთმა არ ქნას ამის თქმის საჭიროება დადგეს, მაგრამ თუ გახდა საჭირო, სწორედ იმიტომ დავტოვეთ მმართველი გუნდი, რომ ყველაფერს ვიტყვით. დეტალებში ვიცით შინაარსი საუბრების, რომელიც იყო სხვადასხვა სამთავრობო კაბინეტებში მაღალ დონეზე გამართულ შეხვედრებზე”, – განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველს, ასევე პოლიტიკოსებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და უკრაინელ პოლიტიკოსებს, არაერთხელ უთქვამთ, რომ საქართველო ომში უნდა ჩაერთოს.

„საოცარია, ყოფნის თავხედობა და ისევ ჭკუას გვარიგებს“ – ვინ როგორ აფასებს კელი დეგნანის განცხადებებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g