„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატი, მოძრაობა „ხალხის ძალის” წევრი სოზარ სუბარი ეხმიანება ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესდეს, მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია კი უნდა გათავისუფლდნენ.
ევროპარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა
სუბარის თქმით, „ევროკავშირი სუვერენიტეტს კარგავს და გადაწყვეტილებები, რომლებიც იქ მიიღება სინამდვილეში სხვაგან მიიღება“.
„ამ რეზოლუციაზე იმდენი ითქვა, არ ვიცი, რისი დამატება შეიძლება. რასაც ჩვენ, ყველა ვხედავთ, არის ის, თუ როგორ კარგავს ევროკავშირი სუვერენიტეტს და გადაწყვეტილებები, რომლებიც იქ მიიღება სინამდვილეში, სხვაგან მიიღება.
ევროპარლამენტში არის ბევრი დეპუტატი, რომელიც უბრალოდ, ხელის აწევით ადასტურებს იმას, რისიც შეუძლებელია მათ სწამდეთ და სჯეროდეთ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ რასაც ისინი წერენ, აბსოლუტური ტყუილია, მაგრამ ისინი ამას მაინც ხმას აძლევენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
