ავსტრალიული ქალაქის, სიდნეის 23 წლის მკვიდრმა გადაწყვიტა, რომ ღამის ქალაქში გაესეირნა. ის ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ 11 წუთის განმავლობაში 10 252 დოლარის ჯარიმას აიღებდა. ახლა მამაკაცს 9 თვემდე თავისუფლების აღკვეთა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა ელოდება.
ღამის სიდნეი და სპორტული Subaru BRZ – ასე წამროიდგენდა ახალზარდა ავსტრალიელი იდეალურ საღამოს. თუმცა, მან ქუჩაში გასვლაც კი ვერ მოასწრო, მის ავტომობილს მაშინვე პოლიციის ვერტმფრენი მიუახლოვდა. საჰაერო პატრულმა დაადგინა, რომ მძღოლი დაწესებული სიჩქარის რეჟიმს არღვევდა, ამიტომ ინფორმაცია მიწაზე მყოფ კოლეგებს გადასცა.
საგზაო პოლიციამ „სუბარუ“ რამდენიმე წუთში გააჩერა, ოფიცრებმა მძღოლის დოკუმენტები შეამოწმეს და დანაშაულის წარდგენის გარეშე, მალევე გაუშვეს. თუმცა, მოგვიანებით სითბური კამერების მონაცემების შესწავლის შემდეგ პოლიციამ აღმოაჩინა, რომ მამაკაცმა სიჩქარის რეჟიმი ლამის 5–ჯერ დაარღვია და დაშვებულზე 20–50 კმ/სთ–ით უფრო სწრაფად გადაადგილდებოდა.
სიჩქარის სისტემატიური დარღვევის გამო პოლიციამ მძღოლს საშიში მართვის ბრალდება წაუყენა. ავსტრალიური კანონების მიხედვით, მსგავსი დარღვევის შემთხვევაში ავტომფლობელს ციხე, მართვის მოწმობის ჩამორთმევა და ავტომობილის კონფისკაცია ემუქრება.