LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Subaru-მ WRX-ის გაძლიერებული ვერსია წარმოადგინა

76

კომპანია Subaru სედანის ახალ სპეცვერსიაზე მუშაობას დაიწყებს. მათ მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, სედანი – WRX S4 4 კარიანი მოდელი იქნება, რომელიც სახელწოდებაში ბოლოსართს – tS-ს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ გაძლიერებული მოდიფიკაცია ახალი გაგრილებისა და სამუხრუჭე სისტემითაა წარმოდგენილი სახელად – Brembo.

მოდელმა სპეციალური 19 დიუმიანი შავი დისკები მიიღო და ასევე – სიმბოლო საბარგულის ზედაპირზე.

რაც შეეხება აგრეგატის სიმძლავრეს. 2 ლიტრიანი ტურბო ოთხცილინდრიანი ძრავი 296 ცხენის ძალის სიმძლავრისაა.

Subaru WRX S4 tS მხოლოდ იაპონიაში გაიყიდება და ბაზარზე 2017 წლის 12 მარტიდან ჩაეშვება. მისი მინიმალური ფასი 4 მილიონ 968 ათასი იენია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები