სუფსაში მომხდარ ავარიას 4 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სატვირთო ავტომობილისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და 3 მგზავრი დაიღუპა. შემთხვევა ნახევარი საათის წინ მოხდა.
უწყების განცხადებით, გამოძიება 276 მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისმხობს, რამაც გამოიწვია 2 და მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.