ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ბაკურიანში შექმნილი მდგომარეობის შესახებ წერს
ბაკურიანში შექმნილი კატასტროფული მდგომარეობის შესახებ ქართველი დამსვენებელი წერს
ერთ-ერთი ადგილობრივი, ვახო გოგოლაძე წერს:
„ბაკურიანი 08.01.2019. ახლა რა ვქნათ ჩვენ ?! ვიძახოთ, შეგვჭამეს ჩამოსულებმაო ? ჩვენ აღდგომა მაინც გვაქვს“.
„ბავშვები წავიყვანოთ ბაკურიანში სუფთა ჰაერზე, კი“, აღნიშნავს ავთო დვალიშვილი ფოტოზე კომენტირებისას.
გთავაზობთ სხვა კომენტარებსაც:
„შესასვლელში მანქანებს უნდა ტოვებდნენ. ადგილობრივად კი ისეთი ტრანსპორტი უნდა ემსახურებოდეს, რომელიც არ ხრჩოლავს. ალო“.
„ისეთი საწვავის სუნი იყო ბაკურიანში თბილისის ჰაერი კამკამად მომეჩვენა“
„რა ჯანდაბა გვჭირს,რააა :(((( იმ შვილის გამო მაინც გადმოდი მანქანიდან, ჰაიერზე რომ ჩაგყავს“.
„სუფთა ჰაერი ქართულად“
„სადმე ერთ ადგილას თუ დაბანაკდებით და ფეხს არ მოიცვლით იქიდან, ჰაერს ჩაასუნთქებთ ბავშვებს:) დანარჩენზე არც იოცნებოთ:))“
„არ ვიცი, ან ტურიზმის რაღაც უწყება რას აკეთებს, ან ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ან გუბერნატორი ან არქიელი. ოკ — გრუზინი უტვინოა, პურზე ჯიპით დადის. კურორტი რომ ფაფუ, ვერ ხვდებით ხო? მე რომ ფეხით სეირნობა მინდა, ვიღაც გურიკოს და გვანციკოს-ს მანქანის გლუშიწელი უნდა მიხრჩოლავდეს? ტვინები გაანძრიეთ ცოტა, ევროპული კურორტი არა კვახი!!!“
„აქ დასვენებას არაფერი სჯობს“
შეგახსენებთ, რომ გუშინ fortuna.ge -მ გამოაქვეყნა ქართველი დამსვენებლის ვრცელი პოსტი, სადაც ის ბაკურიანში შექმნილი ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო ჩივის.
