LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუფთა სახლის რიგით 87-ე ფილიალი იხსნება

302

სამშაბათს, 19 ოქტომბერს, 15:00საათზე, დიდი დიღმის დასახლებში (3 მიკრო/რაიონი, კორპუსი №1) მაღაზიათა ქსელ „სუფთა სახლის“ რიგით 87-ე ფილიალი იხსნება.

როგორც ”ფორტუნას”„სუფთა სახლიდან” აცნობეს, გახსნის ცერემონიასთან დაკავშირებით კომპანია მომხარებლებს ბევრ სიურპრიზს, ვიქტორინას, ფასდაკლებებსა და სხვა სიახლეებს სთავაზობს.

”გახსნაზე ვეპატიჟებით ყველას, ვისაც პოზიტური განწყობის შექმნა სურს. ცერემონიის მთავარი წამყვანები იქნებიან ანიმატორები, რომლებიც  პატარების ხალისიან განწყობაზე იზრუნებენ. გარდა ამისა, თქვენ გელოდებათ ტორტი, ბუშტები, ლამაზი ფერები და ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულიც  „სუფთა სახლისგან“  საჩუქარით დაჯილდოვდება”, – აცხადებენ მაღაზიათა ქსელში.

მათივე ცნობით, კომპანიის ისტორია 2 ფილიალით დაიწყო და დღეს ”სუფთა სახლი” უკვე 87 ფილიალით არის წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით. ყოველივე ეს ჩვენი მომხმარებლების კეთილგანწყობის დამსახურებაა.

„სუფთა სახლში“ ყველაფერია თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის. ჩვენ მუდამ ვცდილობთ, ქსელში შემოგთავაზოთ ისეთი აქციები და ფასები, რომლებიც დაგეხმარებათ შეგიქმანთ ცხოვრების პირობა – ,,ვიცხოვროთ სუფთა სახლში”- განმარტავენ კომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g