LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”სუფთა სამყარო” „ფრენჩაიზს“ ჰყიდის

331

კომპანია ”სუფთა სამყარო” მზად არის დასუფთავების სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს ფრენჩაიზის ლიცენზია მიჰყიდოს და ბიზნესის დაწყებაში დაეხმაროს.

როგორც ”ფორტუნას” “სუფთა სამყაროს” პიარისა და მარკეტინგის მენეჯერმა ხატია ალფაიძემ განუცხადა, კომპანიამ გააანალიზა ბაზარზე არსებული მდგომარეობა და სტატეგიაც აქედან გამომიდნარე შეიმუშავა.

„აღმოჩნდა, რომ ბევრმა ამ მომსახურებას მოჰკიდა ხელი. ახალი მოთამაშე იძულებულია ამ ბაზარზე დემპინგური ფასებით შემოვიდეს, რათა ადგილი დაიმკვიდროს. ამის გამო, იგი მომხმარებსლს ვერ სთავაზობს მაღალი ხარისხის მომსახურებას, რაც, თავის მხრივ, ბაზარზე სიტუაციას აფუჭებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვაპირებთ, ფრენჩაიზის უფლება გავცეთ, ”- განმარტა ალფაიძემ.

მისი თქმით, ფრენჩაიზის სამი მსურველი „სუფთა სამყაროს“ უკვე ჰყავს. ”ჩვენ მათ ბრენდით სარგებლობის უფლებას ვთავაზობთ. ვაძლევთ ფრენჩაიზის სერთიფიკატს მას შემდეგ, რაც სასწავლო ცენტრში გაივლიან შესაბამის ტრენინგებს და შეიძენენ საჭირო ცოდნას ადმინისტრაციული და საშუალო რგოლის მართვის კუთხით. ასევე, მათი პერსონალი დაეუფლება თეორიულ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. ჩვენ მათ ვასწავლით ყველაფერს, რაც ამ ბიზნესის წარმატებით კეთებისათვის და ხარისხიანი მომსახურების გაწევისთვის არის საჭირო”- აღნიშნა ალფაიძემ.

”სუფთა სამყაროს” ფრენჩაიზით სარგებლობის პერიოდში, კომპანია მათ მიერ გაწეული მომსახურების ხარისხს გააკონტროლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები