LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Sugababes ახალ სინგლსა და ტურნეს აანონსებს

136
Sugababes-Manchester-2426x1365-W

Sugababes-მა ახალი სინგლი დააანონსა. Jungle – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც დღის სინათლეს კლიპის თანხლებით, 14 მარტს იხილავს.

აღსანიშნავია, რომ ინგლისური ტრიო ტურნეშიც გაემგზავრება, რომელიც გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპას მოიცავს.

Sugababes ’25 Tour 8 აპრილს დაიწყება და 2 მაისამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ Sugababes კიშა ბიუქენენის, მუტია ბუენასა და შოვან დონაქის შემადგენლობით 1998 წელს, ლონდონში ჩამოყალიბდა. ბენდმა შემადგენლობა სამჯერ შეიცვალა, 2011 წელს კი თავდაპირველი წევრებით კვლავ გაერთიანდა. ჯგუფმა ორიგინალური შემადგენლობით სადებიუტო სტუდიური ალბომი – One Touch 2000, ხოლო მეორე – The Lost Tapes 2022 წელს გამოუშვა. ამ დროისთვის, კოლექტივის დისკოგრაფია საერთო ჯამში, რვა სტუდიურ ალბომს აერთიანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები