LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სუიციდი არ ყოფილა, ავღანეთიდან ჯანმრთელი ჩამოვიდა.. მეგობრებმა სიცოცხლეს ღალატით გამოასალმეს“ – გარდაცვლილი სამხედროს დედა

177
გარდაცვლილი სამხედროს დედა

„სუიციდი საერთოდ არ ყოფილა. მოკლეს ცემაში, წამებით. საკუთარ სახლში მიუცვივდნენ მხეცებივით“, – ამის შესახებ გარდაცვლილი სამხედროს დედამ მედიასთან განაცხადა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეში 5 ადამიანი ფიგურირებს, თუმცა ვინ არიან ისინი, დაღუპული სამხედროს დედამ არ იცის.

„ცნობილი გახდა ბრალდებულების მეგობრის მეუღლესთან პირადი მიმოწერის შესახებ, რის გამოც შურისძიება და მისი დასჯა გადაწყვიტეს“ – ჯარისკაცზე ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, სამ სამხედროს ბრალდება წარუდგინეს

„სუიციდი საერთოდ არ ყოფილა. ეს მოკლეს ცემაში, წამებით მოკლეს. საკუთარ სახლში მხეცებივით მიუცვივდნენ. ფიგურირებდა 5 პიროვნება, მაგრამ არ ვიცი ბოლოს რა გამოიკვეთება და როგორ იქნება. მე არც გვარები ვიცი, ვინ არიან ეგეც არ ვიცი.

ჩემი შვილი დღეს მიწაშია, მაგრამ მინდა, რომ პასუხი აგონ იმ პირებმა, ვინც ამ დღეში ჩაგვაგდო. იცით რაზე მტკივა გული?! ავღანეთიდან ჩამოვიდა სრულიად ჯანმრთელი და აქ თავისმა მეგობრებმა, ასე ღალატით გამოასალმეს სიცოცხლეს”, – ჰყვება ნატო ტატალაშვილი „მთავარ არხთან“ საუბრისას.

ოჯახის კიდევ ერთი ახლობელი ამბობს, რომ გარდაცვლილ ჯარისკაცს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა, მათ შორის, ცხვირის, საფეთქლის, ყბის არეში, ასევე, გატეხილი ჰქონდა თავი.

ცნობისთვის, საქმე ეხება ჯარისკაც ირაკლი აფრიამაშვილის გარდაცვალების საქმეს. სამშვიდობო მისების მონაწილე, გამოცდილი სამხედრო ხეზე ჩამომხრჩვალი მიმდინარე წლის 11 იანვარს ნახეს. 

თავდაცვის ძალების უკვე ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს – მიხეილ დოიჯაშვილს, რამაზ გოგიძესა და ზურაბ ვაშაგაშვილს, გამოძიება მათი კოლეგის ჯგუფურად ცემას და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება. სამივე მათგანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, პროკურატურამ სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ სამხედრო მოსამსახურეებისთვის ცნობილი გახდა მათი თანამშრომლის პირადი მიმოწერის შესახებ ბრალდებულების მეგობრის მეუღლესთან, რის გამოც მათ აღნიშნულ თანამშრომელზე შურისძიება და მისი დასჯა გადაწყვიტეს.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულებმა თანამშრომელს 11 იანვარს, გორის რაიონის სოფელ ახალშენში, საცხოვრებელ სახლთან მიაკითხეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს. ასევე, ბრალდებულები დაზარალებულს, ჩადენილი საქციელის აღიარებას აიძულებდნენ და ამ ინფორმაციის გამჟღავნებით, ასევე სამხედრო ნაწილში აღნიშნულზე არაფორმალური რეაგირებით ემუქრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g