LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სუხიშვილების“ სოლისტი ნათია ბაკურაძე მეუღლესთან ერთად კაპრიზე ისვენებს და ზღაპრულ ფოტოებს გვიზიარებს: „თქვენნაირი წყვილი თუ არის მანდ? სასწაულები ხართ!..“

1656
ნათია-ბაკურაძე

„სუხიშვილების“ წამყვანი მოცეკვავე, უმშვენიერესი ნათია ბაკურაძე მეუღლესთან ერთად იტალიაში, კუნძულ კაპრიზე ისვენებს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ლოკაციაა.

ნათია გვიზიარებს დასვენებისას გადაღებულ ვიდეოსა და ფოტოებს.  ერთ-ერთ ვიდეოში ის მომხიბვლელად ცეკვავს.

ნათიას მიერ გამოქვეყნებულ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.

ერთ-ერთი მეგობარი მას უწერს:

„თქვენნაირი წყვილი თუ არის კაპრიზე, გაფიცებ ყველაფერს, სასწაულები ხართ!..“

ნათია ბაკურაძე „სუხიშვილების“ წამყვანი მოცეკვავეა, რომელიც ფართო საზოგადოებამ პროექტ „რამიშვილებიდან“ კიდევ უფრო კარგად გაიცნო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g