”ლიდსმა” და ”ნორვიჩმა” 2:2 ითამაშეს 22 222 მაყურებელის თანდასწრებით, მატჩი კი 22:22 საათზე დასრულდა.
გუნდები ერთმანეთს ინგლისის ლიგის თასის მეოთხე რაუნდში შეხვდნენ. ამ შეხვედრაში საოცარი დამთხვევა მოხდა: სულ ორიანები დაჯდა.
მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 22:22-ზე დამთავრდა, ანგარიში 2:2 იყო, ტრიბუნებზე კი 22222 გულშემატკივარი იჯდა. ერთადერთი სხვა ციფრი პენალტების სერიაში გამოერია: ”ლიდსმა” 3:2 მოიგო (აქაც ორიანი).
ჩემპიონშიპში ”ლიდსი” მეათე ადგილზეა, ”ნორვიჩი” მეოთხეა და ლიდერ ”ნიუკასლს” 4 ქულით ჩამორჩება.