LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სულ არაფერს, ეს სჯობს“ – რატომ გახდა პირბადეები საქილიკო

341
პირაბდე

საქართველოში დამზადებული პირბადეეები და ჯანდაცვის ექსპერტების შეკითხვები მთავრობას – ბოლო ორი დღეა მოქალაქეების ნაწილი სოციალურ ქსელში ქართული წარმოების პირბადეების ვიზუალს აკრიტიკებს, რასაც დღეს ნათია თურნავა და პაატა იმნაძე გამოეხმაურნენ. მათ აღნიშნეს, რომ საქართველოში დამზადებული პირბადე გატესტილია, ის მოქალაქეებს წვეთოვანი გზით გადამდები დაავადებებისგან დაიცავს და როგორც ეკონომიკის მინისტრმა თქვა, ვიზუალურადაც ლამაზია.

ამ თემაზე რადიო „ფორტუნას“ დღის თემაში ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტმა სერგო ჩიხლაძემ თქვა, რომ აქ რამდენიმე შეკითხვა ჩნდება. მათ შორის ერთ-ერთი ის თანხაა, რაც წარმოებაზე დაიხარჯა. ჩიხლაძის თქმით, გაუგებარია, რატომ დაჯდა ერთი პირბადე 1 ლარზე მეტი, როცა მას არანაირი დამატებითი ვიზუალური ეფექტი არ აქვს.

პაატა იმნაძე ქართულ პირბადეზე: მერე შეიძლება დემნა გვასალიამაც ასეთი გამოუშვას

"აღნიშნული პირბადეები წვეთოვანი ინფექციებისგან ძალიან ეფექტურად იცავს"

„ვიზუალურად იმიტომ გახდა „დასაცინი“, რომ დამატებითი მოდური დეტალი მას არ აქვს და თან თითო 1 ლარზე მეტი დაჯდა. გვახსოვს, ნათია თურნავამ ბრიფინგზე ფერადი და სხვა სახის პირბადეების ნიმუში წარმოადგინა, რადგან სხვა შედეგია, ეს გახდა ქილიკის საბაბი. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის გამოუვალი სიტუაციებისთვის. ანუ ეს სჯობს, სულ არაფერს“, – ამბობს სერგო ჩიხლაძე

ექსპერტი პაატა იმნაძის განცხადებასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ იმის თქმა, თითქოს ასეთ პირბადეებს შავი ჭირის სადგურში მუშაობისას იყენებდნენ, არასწორია. ჩიხლაძის განმარტებით, პირბადეები მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის უნდა გამოიყენონ და არა მაგლ. სამედიცინო პერსონალმა. „ამას როცა ამბობ, ეს უკვე ირონიის საბაბი ხდება. ასე თუ მივყევით, ადრე ანესთაზია არ არსებობდა და მაშინ შევედაროთ ძველ პერიოდს – ეს არასწორია“, – ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები