LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სულ, ავარიის შედეგად გათიშული 150 000 აბონენტიდან ამ დროისთვის ჩასართავი დარჩა 2 996 აბონენტი“ – „თბილისი ენერჯი“

126
თბილისი ენერჯი

„საბურთალო-ნუცუბიძის ტერიტორიაზე 20:30 საათის მონაცემებით გაზი უკვე მიეწოდება 105 955 აბონენტს. ნუცუბიძეზე მიმდინარეობს დარჩენილი 380, საბურთალოზე კი 2 616 აბონენტის ჩართვა“, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

„თბილისი ენერჯი“ ნამდვილად არ იყო მზად ასეთი დიდი მასშტაბებისთვის – 150 000 აბონენტისთვის მიწოდების შეწყვეტა და აღდგენის პროცესი არის რთული, მაგრამ ფაქტია, რომ საჭირო რაოდენობის თანამშრომელი არ ჰყავთ იმისათვის, რომ მოხდეს მიწოდების სრულად აღდგენა“ – ნინო გულეიშვილი

მათივე ცნობით, სულ, ავარიის შედეგად გათიშული 150 000 აბონენტიდან ამ დროისთვის ჩასართავი დარჩა 2 996 აბონენტი. სამუშაოები გრძელდება.

„რამდენიმე კორპუსი უსაფრთხოების გამო ვერ ჩაირთო, რადგან გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში დატოვეს ბინის მეპატრონეებმა, პარალელურად ვმუშაობთ მათი ჩართვის პროცესზეც.

ვმუშაობთ, რომ ყველა აბონენტს გაზი 23:00 საათამდე მივაწოდოთ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g