LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა, მსხვერპლის რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება“ – Reuters-ის ცნობით, ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ინდოეთის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და პორტუგალიის მოქალაქეები იმყოფებოდნენ

172
ავიაკატასტროფა ინდოეთში

ინდოეთში, გუჯარათის შტატის ქალაქ აჰმედაბადში, სადაც ავიაკომპანია Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა – ბორტზე 242 მგზავრი იმყოფებოდა

ამ დროისთვის გავრცელებული განახლებული მონაცემებით, ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ავიაკატასტროფის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა. მათივე თქმით, სავარაუდოდ, მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება. ამასთან, ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ავიაკატასტროფის შედეგად ბევრი ადამიანი დაიღუპა.

Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე ინდოეთის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და პორტუგალიის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

ავიაკომპანია Air India-ში აცხადებენ, რომ ბორტზე სულ იმყოფებოდა 242 ადამიანი – 230 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი. მგზავრებიდან 169 ინდოეთის, 53 დიდი ბრიტანეთის, 7 პორტუგალიისა და ერთი კანადის მოქალაქე იყო.

შეგახსენებთ, სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა დღეს განიცადა. ლაინერი სამოქალაქო ზონაში ჩამოვარდა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, თვითმფრინავი ექიმების საერთო საცხოვრებელს დაეცა.

ფოტო სლაიდზე: Reuters

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g