დღეს, 50 წლის ასაკში ლიტერატურათმცოდნეს, მწერალსა და ესეისტს, მალხაზ ხარბედიას, რომელიც 50 წლის ასაკში გარდაიცვალა, მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან.
მალხაზ ხარბედიას შესახებ სოციალურ ქსელში წერს ჟურნალისტი სალომე ასათიანიც – ის მწერალთან ერთ-ერთ შეხვედრას იხსენებს და მეგობარს ემოციურად ემშვიდობება.
„მანამდეც ვიცნობდი, მაგრამ ამ საღამოს ძალიან დავმეგობრდით. უეცრად იმდენი საერთო აღმოგვაჩნდა, გაუჩერებლად ვლაპარაკობდით, ჩემი შვილი პატარა იყო, ამ ფოტოზეც ჩანს როგორი დაღლილია. და მგონი ბოლოს იმ ბარშივე ჩაეძინა, ვერაფრით წავიყვანე სახლში დროულად.
მას მერე მახოს სულ სითბო და სინათლე შემოჰქონდა ჩემს სივრცეში – როგორც ყველა ადამიანის სივრცეში, ვისთანაც ახლობლობდა. ისეთ მომენტებში იცოდა შემოხმიანება და ორი სამი უზუსტესი სიტყვით შენი გამხნევება, როცა ეს ძალიან გჭირდებოდა.
მახოსთან ახლობლობა ბედისწერის საჩუქარი და დიდი იმედი იყო – ბრწყინვალე ინტელექტის, დიდი ცოდნის და გემოვნების მიღმა მახო იყო საოცარი ადამიანი – ყველაზე სწორი, კეთილშობილი, ერთგული და მზრუნველი. და სულ გამორჩეულად მეყვარება, სადაც უნდა იყოს“, – წერს სალომე ასათიანი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, მწერალი მალხაზ ხარბედია ბოლო პერიოდის განმავლობაში მძიმე ავადმყოფობას ებრძოდა.
მანამდეც ვიცნობდი, მაგრამ ამ საღამოს ძალიან დავმეგობრდით. უეცრად იმდენი საერთო აღმოგვაჩნდა გაუჩერებლად ვლაპარაკობდით,…
Posted by Salome Asatiani on ორშაბათი, 02 ივნისი, 2025