LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სულ ვტრიალებ. მართლა მიკვირს, საიდან მაქვს ამდენი ენერგია“ – თამუნა ამონაშვილი დედობაზე

1129
თამუნა ამონაშვილი

თამუნა ამონაშვილის და რეზი არჩვაძის ტყუპების გამოჩენას, სოციალურ ქსელში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მის ცხოვრებაში მომხდარ სასიამოვნო სიახლეზე თამუნა ამონაშვილი „ზმნას“ ესაუბრა.

„ძალიან მაძლიერებს ბავშვების ენერგია. ხუთი წუთი რომ დავჯდე, მიღწევაა. სულ ვტრიალებ და რუტინაში ვარ. მართლა მიკვირს, საიდან მაქვს ამდენი ენერგია. მერე ვხვდები, რომ ეს უფლის მონიჭებული დიდი ძალაა. მიუხედავად იმისა, რომ ადრე ვწვებოდი, ადრე ვდგებოდი, იყო მომენტი დაღლილს მეღვიძებოდა. ახლა ენერგიული ვარ. ენერგიებზე მუშაობა მიყვარს. სწორად ვანაწილებ. რეზიკო ისევეა ჩართული ბავშვების აღზრდაში, როგორ მე. ჩვეულებრივ დავდივარ ჩაწერებზე, გადაცემებში. ამ დროს რეზიკოა ბავშვებთან. ერთ დონეზე ვუვლით ორივე. საოცარი მშობლური ფლუიდები გაგვეხსნა…“ – ამბობს თამუნა ამონაშვილი „ზმნასთან“ საუბარში.

ფოტო: თამუნა ამონაშვილისა და რეზი არჩვაძის ტყუპების პირველი საჯარო გამოჩენა: „პირველად სატელევიზიო სივრცეში, მელანია და იონა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g