LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სულერთია, ვინ არღვევს საზღვარს, უნდა არსებობდეს მკაფიო იურიდიული პასუხისმგებლობა – პეტრო პოროშენკო

38

„ჩემთვის სულერთია, ვინ არღვევს საზღვარს, აღმოსავლეთშიბოევიკებითუ დასავლეთში პოლიტიკანები. უნდა არსებობდეს მკაფიო იურიდიული პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

პოროშენკოს  თქმით, ინციდენტი, რომელიც გუშინ „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე მოხდა, არავითარ პოლიტიკურ კომენტარებს არ ითხოვს.

ჩვენ ამ საკითხს სამართლებრივი კუთხით განვიხილავთ. 26 ივლისს მე გამოვეცი განკარგულება, რომლის თანახმად, სააკაშვილს მოქალაქეობა შევუჩერე ცენტრალური აღმასრულებელი ხელისუფლების, სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, სადაც ნათლად არის დაფიქსირებული ფალსიფიცირების ფაქტები და არასწორი ინფორმაციის მოწოდება მოქალაქეობის მიღების დროს. პრეზიდენტს არ შეუძლია სხვა გადაწყვეტილება მიიღოს, ვინაიდან ეს დანაშაულებრივი უმოქმედობა იყო. ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში პირს აქვს უფლება ადმინისტრაციულ სასამართლოში ნებისმიერი ნორმატიული აქტი გაასაჩივროს, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

პეტრო პოროშენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ამგვარი ქმედებებისთვის საკმარისი დრო ჰქონდა.

თვე-ნახევარზე მეტი გავიდა, არავის მიუმართავს სასამართლოსთვის. ამის ნაცვლად ჩადენილია დანაშაული, ვინაიდან საზღვრების ურღვევობის კონსტიტუციური პრინციპი დაირღვა. ეს სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. ჩემთვის სულერთია, ვინ არღვევს საზღვარს, აღმოსავლეთშიბოევიკებითუ დასავლეთში პოლიტიკანები. უნდა არსებობდეს მკაფიო იურიდიული პასუხისმგებლობა, – დასძინა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g