LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სული და ხორცი ერთდროულად კი არ მეწვის, მეხრუკება, ვემზადები მოვიდე, გნახო, ალბათ უკვე დაისვენე, ისე იყავი ემოციებისგან დაცლილი” – ლევან კბილაშვილის დედა

4871
კბილაშვილი მთავარი

მომღერალ ლევან კბილაშვილის გარდაცვალებიდან 9 დღე გავიდა. მომღერლის დედა მელიტა ფურცელაძე 9 დღის თავზე ემოციური სტატუსს აქვეყნებს, სადაც თავის განცდებს გადმოსცემს.

“დღეს მეცხრე დღეა, ჯოჯოხეთური, გაუსაძლისი, სული და ხორცი ერთდროულად კი არ მეწვის, მეხრუკება. შენ როგორ ხარ დე, ვემზადები მოვიდე, გნახო, ალბათ უკვე დაისვენე, ისე იყავი ემოციებისგან დაცლილი. ტელეფონს დავყურებ ყოველ წუთს შენს შეტყობინებას ველოდები მაგრამ…. როგორ ძლებ. ამ ხუთი წლის მანძილზე ხომ არ ყოფილა დღე, ჩვენ არ გვესაუბრა, დღის ბოლოს ყოველ საღამოს თუ არ მირეკავდი მწერდი …დე სახლში ვარო უკვე. ცხრა დღეა არაფერი მოგიწერია, არც დაგირეკავს. არადა გელოდები, გელოდები და დაგელოდები აბა რა ვქნა, ბიჭებიც გელოდებიან, მათ ხომ ისე უყვარხარ ქართულად მღეროდნენ ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე, სიმღერა იქით იყოს კონცერტის დროს მათ გვარებს ქართული თარგმანით აცხადებდი. ჩემო ლევანო, სულით ხორცამდე ქართველი ხარ, დიახ ხარ და სულ ასე იქნება “გენაცვალე შენ“ როგორც შენ იტყოდი.  “მიყვარხარ დე, კარგი დედი “ ასე მთავრდებოდა ყოველ დღე რამოდენიმეჯერ ჩვენი საუბარი”, – წერს კბილაშვილის დედა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g