სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკში მამა-შვილის ვიდეო ვირუსულად გავრცელდა.
არჩილ სულაკაურის ლექსზე „საკვამურები“ დაწერილ სიმღერას, რომელიც ზურაბ ბოკუჩავას ეკუთვნის, მამა-შვილი ტკბილად ასრულებს.
სოციალური ქსელის მომხმარებლებმა სიმღერას უამრავი თბილი შეფასება დაუწერეს: „სულის მალამო“, „როგორ თბილად მღერით“, „შემოგევლეთ ქართველებო“, „დიდი სიამოვნებით გაგიცნობდით და ვიმღერებდი თქვენთან ერთად“, – უწერენ კომენტარებში.