LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სუ­ლით და გუ­ლით იყო ჩარ­თუ­ლი ამ ყვე­ლა­ფერ­ში, დღეს მისი სული ხა­რობს“ – თბილისში ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში გაიხსნა

183
თამუნა მუსერიძე , მაია ასათიანი (4)

17 ოქტომბერს თბილისში, ახალ შენობაში თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი გაიხსნა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 11-სართულიანი შენობა თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო.

“ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი უშუ­ა­ლოდ იყო ჩარ­თუ­ლი ამ შე­ნო­ბის მშე­ნებ­ლო­ბის და­გეგ­მვა­ში, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, თვი­თონ მეთ­ვალ­ყუ­რე­ობ­და თი­თო­ე­ულ დე­ტალს, სუ­ლით და გუ­ლით იყო ჩარ­თუ­ლი ამ ყვე­ლა­ფერ­ში. დღეს მისი სული ხა­რობს, რო­დე­საც ეს შე­ნო­ბა იხ­სნე­ბა, სა­დაც მისი მე­გობ­რე­ბი, კო­ლე­გე­ბი, მის მიერ აღ­ზრდი­ლი ექი­მე­ბი უკვე ახალ შე­ნო­ბა­ში გა­ნაგ­რძო­ბენ სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას.

ბა­ტო­ნი თენ­გი­ზის ღვაწ­ლი არის ფას­და­უ­დე­ბე­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­შე. მისი ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბით და მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბით სა­ქარ­თვე­ლო დღეს მო­წი­ნა­ვე­თა რი­გებ­შია ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსის, ვირუ­სუ­ლი ჰე­პა­ტი­ტე­ბის და სხვა ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა მკურ­ნა­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დი გა­ნახ­ლე­ბულ, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ პი­რო­ბებ­ში ღირ­სე­უ­ლად გა­აგ­რძე­ლებს ამ მემ­კვიდ­რე­ო­ბას, მე­ტად გა­ნა­ვი­თა­რებს მდი­დარ გა­მოც­დი­ლე­ბას და მო­მა­ვალ­შიც მნიშ­ვნე­ლო­ვან წვლილს შე­ი­ტანს ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის საქ­მე­ში. გი­ლო­ცავთ კი­დევ ერთხელ ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შე­ნო­ბის გახ­სნას”, – გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ცენ­ტრის გახ­სნა­ზე.

magti 5g